კონფერენცია ეძღვნება 1924 წლის
აჯანყების 100 წლისთავს


კონფერენციის განახლებული პროგრამა


კონფერენციის განცხადება


 

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით

[გრანტის ნომერი CS-II-24-036 ]

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს საერთაშორისო კონფერენციას ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში. ყურადღება ეთმობა პერიოდს 1918 წლიდან 1991 წლამდე. კონფერენცია ეძღვნება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთaვს.

კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 3-5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის დროს იგეგმება ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. მიიღება მხოლოდ ორიგინალური მოხსენებები.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

მოხსენება: 15 წუთი

რეგისტრაცია: უფასო

განაცხადი მონაწილეობაზე:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ მოხსენების აბსტრაქტი (დაახლოებით 300 სიტყვა) 15 აგვისტომდე. გადაწყვეტილება მონაწილეობის შესახებ მიიღება 1 სექტემბრისთვის. შერჩეულმა ავტორებმა მოხსენების ტექსტი უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 1 თებერვლამდე.

გთხოვთ, გამოგზავნოთ აბსტრაქტები, მოხსენებები და შეკითხვები შემდეგ მისამართზე:

ihe.conferences@tsu.ge

 

საორგანიზაციო კომიტეტი


რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები